Posts

მეცხრე დღე

             დასრულდა პროექტი,რომელიც ძალიან საინტერესო და აუცილებელი იყო.ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა,მოვისმინეთ პრეზენტაციები,მოვახდინეთ შეფასებები.შევაფასეთ და შევაჯამეთ აგრეთვე 9 დღის განმავლობაში შესწავლილი მასალა კიდევ ერთხელ.მომეწონა სახელმძღვანელო და ხშირად მექნება მასთან წვდომა, დავეუფლე სრულყოფილად პროექტზე მუშაობის ხელოვნებას და პორტფოლიოს შექმნას. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა გაწეული შრომისთვის.

მერვე დღე

დღევანდელ დღეს გავიხსენეთ წინა დღე. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აქტივობებზე.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლაზე. სახელმძღვანელოში ვნახეთ მოდული 6 აქტივობა 1. და ვისაუბრეთ. განვიხილეთ სააზროვნო უნარები.ვიმსჯელეთ თემის  გარშემო. დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა, შევავსეთ ყველა პუნქტი. გავეცანით სხვადასხვა საინტერესო საიტებს. ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურ სწავლებაზე, დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები. მადლობა ჩვენს ტრენერს...

მეექვსე დღე

ვიმუშავეთ გუგლ ღრუბლებში, ვისწავლეთ ფაილების რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების ჩეკლესტი. ჩეკლესტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროგრამა პოვერ პოინტში. ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე. მივიღეთ დავალება მოვძებნოთ პროექტისათვის შესაბამისი შეფასების ფორმები და შევქმნათ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
                                        მეხუთე დღე დღეს ვისწავლე შეფასების ხუთი სტრატეგია და განვიხილე  თითოეული სტრატეგიის მეთოდები და ინსტრუმენტები.ასევე განვიხილე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ჩეკლისტი. დავალებად მივიღე პრეზენტაციის ჩეკლისტი მოვარგოთ ჩვენს პროექტს.
მეოთხე დღე დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებზე. გადავნაწილდით წყვილებში და წყვილებში განვიხილეთ კითხვები: ზოგადი, თემატური დაშინაარსობრივი. გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოვიფიქრეთ კოთხვები ჩვენი პროექტისტვის,ჩავწერეთ გუგლ დოკებში და გაუზიარეთ ერთმანეთს და ასევე ტრენერს. გადავამოწმეთ სტანდარტები, ინდიკატორები დამიზნები.

მესამე დღე

ვიმუშავეთ ბუკლეტზე.გავეცანით ახალ საიტს ncp-ს. მოვძებნეთ შესაბამისი სტანდარტები, ინდიკატორები დაგადმოვიტანეთ ჩვენს გეგმაში.ჩამოვაყალიბეთ საკუთარი პროექტისა დასტანდარტებისშესაბამისი მიზნები.მივიღეთ საშინავო დავალება. ყოველი დღე არის საინტერესო და აუცილებელი.დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა.

მეორე დღე

განვიხილეთ პროექტის გეგმები. ვისწავლეთ ინტერნეტ ღრუბლებში შესვლა.შევქმენით საქაღალდეები პროექტთან დაკავშირებით.შევისწავლეთ პუბლიკაციების შექმნა მათი გამოყენების მიზნით. ვისწავლეთ ახალი ფაილების შექმნა დასაქაღალდეში მასალების გადმოტანა.