Posts

Showing posts from October, 2017

მეცხრე დღე

             დასრულდა პროექტი,რომელიც ძალიან საინტერესო და აუცილებელი იყო.ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა,მოვისმინეთ პრეზენტაციები,მოვახდინეთ შეფასებები.შევაფასეთ და შევაჯამეთ აგრეთვე 9 დღის განმავლობაში შესწავლილი მასალა კიდევ ერთხელ.მომეწონა სახელმძღვანელო და ხშირად მექნება მასთან წვდომა, დავეუფლე სრულყოფილად პროექტზე მუშაობის ხელოვნებას და პორტფოლიოს შექმნას. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა გაწეული შრომისთვის.

მერვე დღე

დღევანდელ დღეს გავიხსენეთ წინა დღე. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აქტივობებზე.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლაზე. სახელმძღვანელოში ვნახეთ მოდული 6 აქტივობა 1. და ვისაუბრეთ. განვიხილეთ სააზროვნო უნარები.ვიმსჯელეთ თემის  გარშემო. დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა, შევავსეთ ყველა პუნქტი. გავეცანით სხვადასხვა საინტერესო საიტებს. ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურ სწავლებაზე, დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები. მადლობა ჩვენს ტრენერს...

მეექვსე დღე

ვიმუშავეთ გუგლ ღრუბლებში, ვისწავლეთ ფაილების რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების ჩეკლესტი. ჩეკლესტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროგრამა პოვერ პოინტში. ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე. მივიღეთ დავალება მოვძებნოთ პროექტისათვის შესაბამისი შეფასების ფორმები და შევქმნათ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
                                        მეხუთე დღე დღეს ვისწავლე შეფასების ხუთი სტრატეგია და განვიხილე  თითოეული სტრატეგიის მეთოდები და ინსტრუმენტები.ასევე განვიხილე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ჩეკლისტი. დავალებად მივიღე პრეზენტაციის ჩეკლისტი მოვარგოთ ჩვენს პროექტს.